პარასკევი, 26.04.2024, 03:36
საიტის მენიუ

ძებნა

შესვლა-რეგისტრაცია

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 102

სექციის კატეგორიები
Мои статьи [3]

მთავარი » სტატიები » Мои статьи

რისგან შენდება რადიოელექტრონული სქემები?

   როგორც სახლის აშენების შემთხვევაში გამოიყენება სხვა და სხვა საშენი მასალა,ასევე სქემის შექმნის და აწყობის შემთხვევაშიც გამოიყენებენ თავისებურ აგურებს,უფრო სწორედ რადიო დეტალებს.თვითეულ დეტალს თავისი დანიშნულება და ფუნქცია გააჩნია.ეს ფუნქციები განისაზღვრება ამ დეტალების აგებულების მიხედვით.
 მაშ ასე ჩამოვთვალოთ ზოგიერთი მათგანი ჯერჯერობით სურათების გარეშე.
   1.რეზისტორი
  რეზისტორი წარმოადგენს ჩვეულებრივ წინაღობას,იგი იყოფა რამოდენიმე სახის რეზისტორებად.მაგალითად მუდმივ,ცვლად და თერმო რეზისტორებად.
  2.კონდენსატორი
  მას აგრეთვე ტევადურ ელემენთსაც უწოდებენ და მისი დანიშნულებაა ელექტრული მუხტის დაგროვება.ასევე კონდენსატორებიც იყოფა მუდმივ და ცვლად კონდენსატორებად,თავის მხრივ მუდმივი კონდენსატორები მუდმივი და ცვლადი დენის კონდენსატორებად იყოფიან.
  3.ინდუქციური კოჭა
   ინდუქციურობის კოჭა მაგნიტურ ელემენტს წარმოადგენს.იგი გამოიყენება  მაგნიტური ველის საშუალებით ცვლადი ელექტრული დენის დაგრვება-გაცემისთვის. ინდუქციურობის კოჭები არსებობს მუდმივი და ცვლადი.
  4.ტრანსფორმატორი
  ტრანსფორმატორის საშუალებით ხდება ცვლადი ელექტრო დენის ან ძაბვის მომატება ან დაკლება.
  5.ელექტრონულ-ვაკუუმური ნახევარგამტარული ნათურა დიოდი.
დიოდის ძირითადი დანიშნულებაა ცვლადი ელექტრული დენის გამართვა ხოლო მუდმივი დენის მხოლოდ ერთ მხარეს გატარება.
  6.დიოდი
 დიოდსაც იგივე დანიშნულება აქვს რაც რაც ელექტრონულ-ვაკუუმურ დიოდს.
  7.ტირისტორი
  ტირისტორი სამ გამომყვანიანი დეტალია.მის გამომყვანებს ანოდი კათოდი და მართვის ელექტროდი ქვია.მართვის ელექტროდზე მიცემული იმპულსების საშუალებით ხდება ანოდსა და კათოდს შორის გამავალი დენის მართვა.
   8.ელექტრონულ-ვაკუუმური ნათურა ტრიოდი
  ტრიოდს სამი გამომყვანი აქვს(ანოდი,კათოდი და მართვის ბადე).ბადის საშუალებით ხდება ანოდსა და კათოდს შორის გამავალი დენის მართვა(მომატება,დაკლება და ა.შ.)
  9.ტრანზისტორი
  ტრანზისტორის ფუნქცია იგივეა რაც ტრიოდის ოღონდ იგი უფრო თანამედროვეა და უფრო დახვეწილი.აგრეთვე მას სამი გამომყვანი აქვს(ემიტერი,ბაზა კოლექტორი).ტრანზისტორში ემიტერსა და კოლექტორს შორის გამავალი დენის მართვა ბაზის საშუალებით ხდება.
  ტრანზისტორები იყოფა ბიპოლარულ და ველიან ტრანზისტორებად.
  10.მრავალფუნქციური,ინტეგრალური მიკრო სქემები
  მიკროსქემებს ძალიან ფართო დანიშნულება აქვს.ისინი გამოიყენება  სხვა და სხვა სქემებში სიგნალების გამომუშავებისთვის,მათი მიღება დამუშავებისთვის და სხვა მრავალი ოპერაციის შესასრულებლად.
   მიკროსქემა ძირითადად ორი სახისაა ციფრული და ანალოგიური.მათი გამოყენება კონკრეტულ შემთხვევაში სხვა და სხვა მიზნით ხდება,გამომდინარე მათი კონსტრუქციიდან.
  მოკლედ ასე ჩვენ ჩამოგითვალეთ ის ძირითადი რადიო დეტალები რომლებიც სქემებში გამოიყენება.შემდეგში აღვწერთ და გაგაცნობთ თვითეულ დეტალს,მათ მუშაობის პრიციპს,სქემატურ გამოსახვას და კლასიფიკაციას. 
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: badri (01.06.2011)
ნანახია: 3355 | ტეგები: რეზისტორი, ინდუქციური კოჭა, კონდენსატორი, ტრანსფორმატორი, რისგან შენდება რადიოელექტრონული სქე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024