სამშაბათი, 19.03.2024, 12:06
საიტის მენიუ

ძებნა

შესვლა-რეგისტრაცია

კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 102

 

ელსერვისი  მოგესალმებათ!

 

 
 
 
 
 

 

ჩვენი მიზანია მომხმარებლებს და დამკვეთებს შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურება ელექტრო ქსელების სერვისის შესახებ ბინებსა და ოფისებში.ჩვენი სერვისი მოიცავს ელექტრო გაყვანილობის დაპროექტებას და მონტაჟს ხარისხისა და დიზაინის გათვალისწინებით,დაზიანების მოძებნას და აღმოფხვრას,კონსულტაციებს და რჩევებს თქვენთან უკვე არსებული ელგაყვანილობის ელდენისგან დაშავებასა და ხანძარ უსაფრთხოებაზე.აგრეთვე ჩვენი საიტის საშუალებით შემოგთავაზებთ სხვა და სხვა სიახლეებს ელექტრო გაყვანილობის მონტაჟთან დაკავშირებით.ასევე დაპროექტების დროს გავითვალისწინებთ თქვენს მიერ შემოთავაზებულ რჩევებს იმისდამიხედვით თუ რამდენად შეესაბამება ეს შემოთავაზება ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას.

 
 
 
ძვირფასო მეგობრებო!

ელექტრო მომარაგება

სისტემის სწორი დაგეგმარება, რომელიც გათვლილი იქნება მრავალჯერად შეკეთებაზე (კედლის დაუზიანებლად), ახლად დამონტაჟებული სისტემის მომხმარებლის მიერ ხელსაყრელ გამოყენებაზე, ხანგრძლივ დაუზიანებელად მუშაობაზე და რაც მთავარია უსაფრთხოებაზე იშვიათად თუ სადმე არსებობს ან კეთდება.
გარდა ამისა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შედეგად გამოწვეული დაზიანებები არა ერთხელ ქცეულა თქვენი თავის ტკივილის მიზეზად. ამის ყველაზე ცუდი შედეგი მაქსიმუმ გამხდარა იმ უამრავი ხანძრის, ადამიანის დაშავების ან გარდაცვალების, მინიმუმ სახლის ან ოფისის რემონტში ფულის ფუჭი გადაყრის მიზეზი რომელიც ხშირად გვსმენია მედიით თუ პირადი ნაცნობების მონაყოლით.
ამიტომ ჩვენი მოკრძალებული რჩევაა! 
ნუ ენდობით ვითომ და იაფად დაპირებულ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს. როგორ უნდა შეგიკეთონ მაგალითად სანტექნიკა 35 ლარად თავის ყველაფრიანად, როდესაც მხოლოდ ნორმალური ცხელი და ცივი წყლის შემრევი არა ნაკლებ 50 ლარი ღირს, და სხვა მრავალი ასეთი დაპირებები.
ნუ მიენდობით დილეტანტებს,მატყუარებს და საქმე მიანდეთ პროფესიონალებს. არ დაინანოთ არც თუ ისე დიდი თანხა სწორად და ხარისხიანად შესრულებული საქმისთვის. მიიღეთ ჩვენგან ინსტრუქცია თქვენთან ახლად დამონტაჟებული ელ.გაყვანილობის სწორად სარგებლობის შესახებ და იურიდიული გარანტია სისტემის ხარისხიან და დიდხანს მუშაობაზე და თავი იგრძენით დაიმედებულად.
ასევე ჩვენ მოგიძებნით და შევაკეთებთ თქვენთან არსებული, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო გამოწვეულ დაზიანებებს, შესაძლებლობის და გვარად კედლის (დიზაინის) მინიმალური დაზიანებით.
 
მეტი თვალსაჩინოებისთვის გადადით გვერდზე 
 

ისარგებლეთ ჩვენი მომსახურებით  და თავი იგრძენით უსაფრთხოდ და დაიმედებულად!
 

 
 
 

TEL:    +995 593 34 67 79      +995 551 00 34 68        +995 597 18 15 43

 
თქვენ თუ მზად ხართ საქმისათვის         თუ ელქსელი არა გაქვთ                   გამოვიდა მწყობრიდან
თანხა გაიმეტოთ,                                უსაფრთხო და საღი,                       ბაკი, ბრა ან ჭაღი?
ჩვენ გთავაზობთ ელ.მონტაჟს                უმალ უხმეთ ელსერვისს                  ელსერვისის ხელი უნდა  
მდგრადს და საიმედოს.                       ნუთუ ამად არ ღირს.                       შევაკეთებთ ფაისაღი.


სულ ახალი მონტაჟისთვის                    თუ გინდათ, რომ შენობაში               ნუ ენდობით უცოდინარს

ნუ გაშინებთ ფასი,                              აიცილოთ ხანძარი,                         არ გაწიოთ რისკი,
უმალ გვიხმეთ ჩვენი საქმით                  ელსერვისი ელ.ქსელისთვის             ფასზე მაღლა დააყენეთ
გვსურს განახოთ კლასი.                        გირჩევთ კარგი რაც არის.                მაღალი ხარისხი.

ბინაში ან ოფისში                                 ჩამრთველი ან შტეფსელი                 ელ.მონტაჟი ბევრ დილეტანტს
დაზიანდა ელ.ქსელი?                           არ მუშაობს სადმე?                         გონია ადვილი,
ელსერვისი შეაკეთებს                           უმალ უხმეთ ელსერვისს                  არ მოტყუვდეთ, მიუჩინეთ
დაგვირეკეთ რას ელით.                        გვენდეთ ვიცით საქმე.                     მათ თვისი ადგილი.
 
                               
                        ბევრი დადის, თავის საქმეს                ჩვენ გთავაზობთ ელ.მონტაჟზე
                        სთავაზობენ თითქმის მუქთად,            ბევრ სიახლეს, მაღალ ხარისხს,
                        ოღონდ თავი გაიტანონ                      გვენდეთ ჩვენი კარგი საქმით
                        თანხმდებიან ბევრზე უთქმად.            თქვენს ცხოვრებას შევძენთ ხალისს.
 
 


 

 
 
 

ჩვენთვის მთავარია დიზაინი


ელსერვისი გათავაზობთ ელექტრო გაყვანილობის დაპროექტებას და მონტაჟს ხარისხის, უსაფრთხოებისა და დიზაინის გათვალისწინებით. ჩვენს მიერ შემოთავაზებული მონტაჟის ახალი პრინციპი აგრეთვე მოიცავს ისეთ ვარიანტს როდესაც ელ.ქსელის შეკეთება (საჭიროების შემთხვევაში) შესაძლებელი იქნება ელ.გაყვანილობის ნებისმიერი მონაკვეთისა ისე, რომ კედელი და გარე დიზაინი რჩება დაუზიანებელი, ე.ი შეკეთება არ საჭიროებს კედლის გათხრას.
გარდა ამისა თუ თქვენთან არსებული ელ გაყვანილობის რომელიმე მონაკვეთი მწყობრიდანაა გამოსული ,უხარისხო მონტაჟის გამო, რომელიც მდგომარეობს გამტარების ცუდი გადაბმით გამანაწილებელი კვანძების შუაში, დაჟანგვით ან გადახურების გამო წყვეტით ან გამტარების დამოკლებით ( მოკლე შერთვით) აღმოვაჩენთ და შევაკეთებთ დაზიანებულ მონაკვეთს კედლის მინიმალური დაზიანებით, თუ დაზიანებულ ადგილზე გამტარი მთელს სიგრძეზე არაა გადახურებული გადატვირთვის გამო.
 





 

      





 




 

ჩვენთვის მთავარია ხარისხი

 
 

 

გნებავთ მრავალჯერადი შერემონტების შესაძლებლობის ელ.გაყვანილობა? მხოლოდ არა ისეთი, რომელსაც ევროს ეძახიან და როდესაც ძალოვანი კარადიდან სათითაო წერტილს სათითაო მიმართულებას აძლევენ, არამედ სახლი ან ოფისი გაყოფილი იქნება რამოდენიმე მიმართულებად (შესაბამისად სახლის ან ოფისის სიდიდისა), მაგრამ სისტემა დამონტაჟებული იქნება იმ გვარად, რომ ნებისმიერი მონაკვეთის განახლება შესაძლებელი იქნება კედლის (დიზაინის) დაუზიანებლად. ასევე აღარ იქნება გამოყენებული გამანაწილებელი კოლოფები ძველნაირად, ტრადიციულად. გამანაწილებელი კვანძები მოთავსებული იქნება იმ გვარად რომ მათი გახსნა შერემონტებაც არ დაგაზარალებთ თქვენს მიერ სახლის ან ოფისის დიზაინზე დახარჯულ თანხის მიმართ.

 

ასევე ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი დაზიანების მოძებნას და შეკეთებას, თუნდაც გამტარი დამოკლებული ან გაწყვეტილი იქნას გამანაწილებელი კოლოფებს შორის, კედელში ჩალესილ ადგილას, თუ აღნიშნული გამტარი მთელს სიგრძეზე არ არის გადახურებული. 

 ჩვენს მიერ ახალი მეთოდით შემოთავაზეული მონტაჟის ახალი ვარიანტი ამ შემთხვევასაც გამორიცხავს, რადგან ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობაში დაზიანებული გამტარის ( გამტარის მთელს სიგრძეზე გადახურებას ვგულისხმობ ) შეცვლაც შესაძლებელი იქნება კედლის დაუზიანებლად.

 

 





 

 

http://elservisi.ucoz.com/   http://elservisi.ucoz.com/

 

      

 

ჩვენთვის მთავარია უსაფრთხოება

 

 

არსებობს: სწრაფი, იაფი, უსაფრთხო და ხარისხიანი?

ლოგიკური ადამიანი ამ კითხვაზე უბრალოდ უპასუხებს, რომ ეს კომპონენტები ერთმანეთთან შეუთავსებელია.

სისწრაფე და ამასთან ერთად ხარისხის შენარჩუნება თხოულობს სამუშაო ტექნოლოგიების გაუმჯობესებას, რაც დამეთანხმებით დღეს არ ღირს ცოტა, გარდა ამისა უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის აუცილებელია ცოდნა და სწორი პროექტირება. ამ პროექტის განხორციელება რეალობაში არა ნაკლებ შრომატევადი საქმეა. აქედან გამომდინარე ენდეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ფასებად ( იხილეთ გვერდები  http://elservisi.ucoz.com/index/t_aripebi/0-8 და http://elservisi.ucoz.com/blog ) შემოთავაზებულ მომსახურებას და თავი იგრძენით იმედიანად.

 

გისურვებთ უსაფრთხო, კომფორტულ და ნათელ სახლში ცხოვრებას!

 

 


 

 


 

     

 

   

  

 


 

  


 
 
 
 
 
 
TEL:  +995 593 34 67 79      +995 551 00 34 68        +995 597 18 15 43
 
 

 

 

 

 

 

 

მასალა არ არის

Copyright MyCorp © 2024