სამშაბათი, 23.04.2024, 09:32
საიტის მენიუ

ძებნა

შესვლა-რეგისტრაცია

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 102

სექციის კატეგორიები
Мои статьи [3]

მთავარი » სტატიები » Мои статьи

რადიო ელექტრონიკა ჩვენს გარშემო

  რა იქნებოდა იმდენი მიღწევები და აღმოჩენები რომ არ ყოფილიყო ამ დარგში, რაც დღეს არსებობს.მიმოვიხედოთ გარშემო (თუნდაც სახლში სადაც ვცხოვრობთ) და დავფიქრდეთ იმაზე თუ რამხელა ადგილი უკავია რადიოტექნიკას და ელექტროობას ჩვენს ცხოვრებაში.
არ გვექნებოდა არანაირი ტელევიზორი,რადიო,კომპიუტერი,ტელეფონი,განათება,მაცივარი სარეცხის მანქანა და სხვა მრავალი საშუალება რომელიც ცხოვრებას გვიადვილებს და სამუშაოს გვიმსუბუქებს,იმფორმაციას გვაწვდის და ინტერესს გვიკმაყოფილებს.ახლა ავიღოთ ნებისმიერი დარგი: სოფლის მეურნეობა ,ტრანსპორტი,მშენებლობა,მედიცინა,ხელოვნება და სხვა მრავალი,რაც კი არსებობს, განა არის რაიმე სადაც არ არის გამოყენებული რადიოტექნიკის მიღწევები,დამეთანხმებით ალბათ,რომ არა.
   დღეს საქართველოში სამწუხაროდ ბევრს საერთოდ არ აინტერესებს თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება რადიოელექტრონიკას და ელექტროობას,რამხელა საოცრებებს გვთავაზობს მიკროელექტრონიკა,კიბერნეტიკა(იგივე რობოტოტექნიკა),გამოთვლითი ტექნიკა,ბიოელექტრონიკა და ა.შ. რომლის საფუძვლებზეა დამყარებული ყველა ის სიკეთე რომელიც წეღან ჩამოვთვალე.მიუხედავათ ამისა დღეს ბევრს მიაჩნია,რომ ყოველივე ამ საკითხების გადაწყვეტაზე სხვამ უნდა იზრუნოს,ხოლო თვითონ კი იოლად უნათ გზის გაკვლევა ზედმეტი შრომის ,ფიქრის და სწავლის გარეშე.მაგალითის მოყვანა ბევრი შეიძლება.დღეს ბევრი მიილტვის ისეთ საქმიანობისკენ რომელიც თითქოს და უცებ მოუტანს პოპულარობას და ცხოვრებას იოლს გაუხდის,ერთი ორჯერ სცენაზე დადგომის შემდეგ ბევრს თავი ვარსკვლავად წარმოუდგენია,თუმცა ვერ იაზრებენ იმას რომ ყველა მიღწევას შრომა სჭირდება,აგრეთვე ბევრს იურისტობა,ფილოლოგობა,მენეჯერობა და უფროსობა უნდა,რადგან თავი იმათზე ზემოთ ეჭიროთ ვინც ქმნის დოვლათს და ცხოვრებისათვის ყველა საჭირო პირობას რათა უბრალოდ ვიარსებოთ.მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ,ვისაც გაუჩნდა  ინტერესი რადიოტექნიკის მიმართ მათთვის ჩვენს საიტზე დაიდება პერიოდულად სტატიები.დავიწყებთ დამწყებთათვის გაცნობას იმ ელემენტალურით რომელიც საჭიროა სულ მარტივი სქემების მუშაობის შესაფასებლად და გასააზრებლად,ხოლო შემდეგ კი თანდათან ეტაპობრივად გავართულებთ.ზოგ სტატიებს ვთარგმნით ზოგსაც კი ჩვენ თვითონ დავწერთ.გაგაცნობთ სხვა და სხვა სქემებს და მოგითხრობთ მათი მუშაობის პრინციპის შესახებ,რაც უდაოდ დაეხმარება თქვენი ცოდნის გაღრმავებას.
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: badri (29.05.2011)
ნანახია: 1293 | ტეგები: რადიოტექნიკა და მიკროელექტრონიკა, ელსერვისი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024