ხუთშაბათი, 25.04.2024, 12:10
საიტის მენიუ

ძებნა

შესვლა-რეგისტრაცია

კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 102

მთავარი » 2013 » აპრილი » 18 » ელ.გაყვანილობის ახალი პრინციპით მონტაჟი
11:33
ელ.გაყვანილობის ახალი პრინციპით მონტაჟი
 

წარმოგიგენთ  საცხოვრებელი ბინის ერთ ტიპიურ ელ.გაყვანილობის სქემას  და ამ სქემის ცალკეულ ნაწილებს, რომლებზეც ნათლად ჩანს ჩვენს მიერ შემოთავაზებული ელ მონტაჟის ახალი ვარიანტი.

ამ ვარიანტის მიხედვით გამანაწილებელი კვაძები მოთავსებულია შტეფსელ-ჩამრთველების უკან, ხოლო გამტარები სპეციალურ გოფრირებულ მილებში, რაც საჭიროების შემთხვევაში მავრთულის შეცვლს და გამანაწილებელი კვანძების გახსნის საშუალებას იძლევა კედლის (დიზაინის) დაუზიანებლად, რაც ძველი ტრადიციული მეთოდით ყოვლად შეუძლებელია.

     აგრეთვე გაჩვენებთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული  ტარიფებით ცალკეული ნაწილების და მთლიანი მონტაჟის ფასს.

  აღვნიშნავ, რომ ნაჩვენები პროექტი გახლავთ მაქსიმალურად დატვირთული წერტილების რაოდენობით, ხოლო დაკვეთის შემთხვევაში რაოდენობის განსაძღვრა მოხდება თქვენს მიერ გარდა ტექნიკური მოთხოვნილებისა.

 
 

ეს გახლავთ მთავარი შემოსასვლელი და კორიდორი.

 

 

 

როგორც სურათიდან ჩანს, წერტილების რაოდენობაა 25. (1 წერტილის გაყვანის ღირებულებაა გასათხრელ კედელზე 18 ლარი, გაუთხრელზე 6 ლარი),რაც კედლის გათხრის შემთხვევაში შეადგენს 450 ლარს, ხოლო გაულესავ კედელზე, როდესაც კედელის ღარებს ამოჭრა არ სჭირდება 150 ლარს; შტეფსელ ჩამრთველების რაოდენობაა  19. მათი ბუდეების კედელში ჩამაგრება, კვანძების გაკეთება და შტეფსელ-ჩამრთველების მიყენება თვითეულის შემთხვევაში 7 ლარია, მთლიანობაში 133 ლარი (შეგახსენებთ, რომ ძველი ვარიანტის მიხედვით კედლების ზედა ნაწილში მონტაჟდება გამანაწილებელი კოლოფები, რასაც ცალკე ფასად ანგარიშობენ ჩვენს შემთხვევაში კი ძემოთ გამანაწილებელი კოლოფები გამოყენებული არ არის).  განათებების მონტაჟი თვითეული 8 ლარი, მთლიანობაში 48 ლარი. წარმოდგენილ პროექტში შეკიდული ჭერია და მისი ზედა ნაწილი გამოყენებულია ტელეფონის და სატელევიზიო კაბელების გასაყვანად. ძალოვანი კარადის მიყენება და მონტაჟი კედლის გათხრის შემთხვევასი 200 ლარი, ზევიდან მიყენებისას 150 ლარი.

მთლიანობაში კორიდორის ელ.მონტაჟის ღირებულება შეადგენს გაულესავ კედელზე  531 ლარს.

გათხრის საჭიროების შემთხვევაში, როდესაც კედლებზე ღარების ამოჭრაა საჭირო  831 ლარი.

  აქვე განვმარტავ, რომ კორიდორში  მაქსიმალურადაა გამოტანილი ყველა დანარჩენი ნაწილებიდან  ხაზები, რაც ზრდის სხვა ნაწილების ნაკლებად დაზიანების შანსს.

 


 

მისაღები ანუ ე.წ. ზალა.

11 წერტილი. გაულესავ კედელზე 66 ლარი. გალესილზე 198 ლარი.

შტეფსელ-ჩამრთველები 9 ცალი. მათი ბუდეების ჩაყენება კვანძების გაკეთება და საბოლოო მონტაჟი  56 ლარი.

სანათები  2 ცალი. მათი მონტაჟი 16 ლარი.

მთლიანობაში: გაულესავ კედელზე  136 ლარი,

გალესილზე ან  გათხრის საჭიროების შემთხვევაში 270 ლარი.

 


 

 

 

სააბაზანო, საპირფარეშო, საკუჭნაო.

12 წერტილი.  გაულესავზე 84 ლარი, გალესილზე 216 .

შტეფსელ-ჩამრთველები  7 ცალი.  49 ლარი.

სანათები და გამწოვები 13 ცალი . 104ლარი.

სულ გაულესავ  კედელზე  237  ლარი,

გალესილზე ან გათხრის საჭიროების შემთხვევაში 369 ლარი.

 


 

 

 

საძინებელი 1.

 

10 წერტილი. გაულესავ კედელზე 60 ლარი, გალესილზე  ან გათხრის საჭიროების შემთხვევაში 180 ლარი.

შტეფსელ-ჩამრთველები  9 ცალი.  63 ლარი.

სანათები  4 ცალი . 32 ლარი.

სულ გაულესავ კედელზე  155 ლარი,

გალესილზე 275 ლარი.

 


 

 

 

საძინებელი 2.

 

10 წერტილი. გაულესავ კედელზე 60 ლარი, გალესილზე ან გათხრის საჭიროების შემთხვევაში 180 ლარი.

შტეფსელ-ჩამრთველები 9 ცალი. 63 ლარი.

სანათები 4 ცალი . 32 ლარი.

სულ გაულესავ კედელზე 155 ლარი,

გალესილზე 275 ლარი.

 


 

 

სამზარეულო.

9 წერტილი. გაულესავ კედელზე 54 ლარი, გალესილზე  ან გათხრის საჭიროების შემთხვევაში 162 ლარი.

შტეფსელ-ჩამრთველები 8 ცალი  56 ლარი.

სანათები 4 ცალი 32 ლარი.

სულ გაულესავ კედელზე 142 ლარი,

გალესილზე ან გათხრის საჭიროების შემთხვევაში 250 ლარი.

 


მთლიანი ბინის ელ.მონტაჟის ღირებულებაა:

გაულესავ კედელზე   1356 ლარი.

გალესილ  კედელზე   2270 ლარი.

გარდა ამისა კერძო სახლების შემთხვევაში დაემატება ძალოვან კარადამდე მისაყვანი ძალოვანი კაბელის მუყვანის ღირებულება, რაც განისაზღვრება მისაყვანი კაბელის სიგრძის მიხედვით.

 

აღნიშნული ბინა წარმოაგენს 130 კვადრატულის საცხოვრებელ ფართს.

იმედია დაინტერესების შემთხვევაში განსაზრვრავთ თქვენი ბინის ან ოფისის ელ.მონტაჟის საორიენტაციო ღირებულებას.

 

ასევე დაგიტოვებთ ზევით მაგალითად მოყვანილი სქემის მსგავს ნახაზს, სადაც ზუსტად იქნება მითითებული გამტარების მდებარეობა , რომელიც აგაცილებთ გამტარების მექანიკურ დაზიანებას.

 


 

 

 

თუ გნებავთ ხარისხიანი ელ.მონტაჟი ან დაზიანების მოძებნა და საიმედოდ აღმოფხვრა დაგვიკავშირდით და ჩვენც სიამოვნებით დაგეხმარებით. 

ისარგებლეთ ხარისხიანი ელსერვისით ბინებსა და ოფისებში და დარჩით მაქსიმალურად კმაყოფილი ჩვენი მომსახურებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 3387 | დაამატა: badri | ტეგები: საძინებელი, ვანა, საპირფარეშო, სააბაზანო, აბაზანა, ტექნიკური, ოთახი, ბინა, სამზარეულო, მისაღები | რეიტინგი: 1.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024